ოზურგეთს საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით სამი ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ნაგავმზიდი გადაეცა – ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, ახალი ტექნიკა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მუნიციპალურ სერვისს და მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვაში დაეხმარება.
„კიდევ ერთი შენაძენი გვაქვს – საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით (რომელიც დამატებით 1 501 170 ლარს შეადგენს) გადმოგვეცა სამი ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ნაგავმზიდი, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მუნიციპალურ სერვისს და ნარჩენების მართვაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.