leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბორელი: ევროკავშირმა უკრაინისთვის 1 მილიონიდან 700 ათასი ჭურვი უკვე დაამზადა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის 1 მილიონი დაპირებული საარტილერიო ჭურვებიდან 700 ათასი უკვე დაამზადა.

„ჩვენ ახლა, დაახლოებით, იმ დონემდე ვართ მისული, რომ 155 კალიბრის 700 ათასი ჭურვი უკვე დავამზადეთ. ჩვენ ჯერ სამიზნე მაჩვენებელს არ მივაღწიეთ, თუმცა დასავლეთი შესაძლებლობებს ზრდის“, – თქვა მან.

ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მრეწველობა იზრდება, შესაბამისად, ჭურვების წარმოება გრძელდება. ბორელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას მომავალშიც დაუჭერს მხარს.

„ჩვენ ვითვალისწინებთ რუსეთის ტერიტორიების მიზანში ამოღების შესაძლებლობას“, – დასძინა ევროკომისარმა.

ბორელმა ცალკე აღნიშნა, რომ ევროკავშირს რუსეთთან ომი არ სურს. მას მხოლოდ რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად უკრაინის დახმარება უნდა.

დიპლომატმა თქვა, რომ ახლა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორც მან დასძინა, დღესდღეობით 60 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ევროპაში გადამზადებას გადის.

ასევე იხილეთ