leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი “ყვარლის ევროკლუბის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე: ისინი ელოდებიან უცხოეთიდან დაფინანსებას იმიტომ, რომ საქართველოში მოხდეს არეულობა, ახალგაზრდები შეიყვანონ შეცდომაში

“ეს ხალხი პირდაპირ აღიარებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა „გამჭვირვალობის კანონი“, რომ ქართველ ადამიანს სცოდნოდა ვინ აფინანსებს საქართველოში არეულობას, მეორე ფრონტს და რევოლუციურ სცენარებს”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, 14 აგვისტოს ყვარელში, არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყვარლის ევროკლუბის“ ოფისში გამართულ შეხვედრას.

მისი თქმით, ასეთი შეხვედრები არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ელოდება უცხოეთიდან დაფინანსებას, რათა საქართველოში განავითარონ რევოლუციური სცენარები.

„ახლა ეს ხალხი გადის და პირდაპირ გვეხმარება ამის მტკიცებულებაში, რომ დიახ, ისინი ელოდებიან უცხოეთიდან დაფინანსებას იმიტომ, რომ საქართველოში მოხდეს არეულობა, ახალგაზრდები შეიყვანონ შეცდომაში, რევოლუციური სცენარები განვითარდეს. რატომ? იმიტომ, რომ მათი რეიტინგი არის ნულოვანი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყვარელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყვარლის ევროკლუბის“ ოფისში 14 აგვისტოს გამართული შეხვედრის დეტალები ხდება ცნობილი. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ძირითადად საუბრობდა ეკა გიგაური, რომელმაც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად, მისი მიზანია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მოახდინოს ახალგაზრდების ორგანიზება, როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ, საპროტესტო აქციების გამართვის მიზნით.

 

ასევე იხილეთ