„მელიას პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მისი პოლიტიკური წარსული – ბნელი და მძიმე. ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მელიას პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მისიი პოლიტიკური წარსული – ბნელი და მძიმე. ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსულიც. გახსოვთ რეებს აკეთებდნენ ეს ადამიანები. მელიაზე მახსენდება მაგალითად მის მიერ „ქართუ ბანკის“ გაკოტრება. ეს არის კრიმინალი, რომელიც ჩაიდინა 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება „იმედში“ შევარდნა და ამის „გაპრავება“, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, ადეიშვილის მოადგილეობა. ეს არის ის სიბნელე, რომელსაც ჩვენ ვერ დავაბრუნებთ და ქართული საზოგადოება არ დააბრუნებს. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეკეტში მონაწილეობა, „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმე, „მაგნატის“ საქმე და ა.შ. ეს რეკეტი და სიბნელე საქართველოში ვერ დაბრუნდება. ამას ხალხი არ დააბრუნებს“, – აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ ანდობდა მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტს მთავრობა, თუ ბიზნესის რეკეტში იყო შემჩნეული და კორუმპირებული იყო, პრემიერმა განაცხადა, რომ ხაზარაძე იყო ბიზნესმენი და მთავრობას ჰპირდებოდა, რომ ინვესტორებს შემოიყვანდა საქართველოში, თუმცა ესეც ვერ მოახერხა.
„ხაზარაძე იყო ბიზნესმენი და იძლეოდა დაპირებას, რომ შემოიყვანდა ბიზნესმენებს საქართველოში, თუმცა ესეც ვერ მოახერხა. ვერცერთი ინვესტორი დააინტერესა. ანაკლიის პორტი ბარდებოდა როგორც კერძო ბიზნესმენს. კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად, ვერცერთი ინვესტორი ვერ შემოიყვანა. გვარამია, მელია, ხაზარაძე – ეს ხომ ერთი ჯგუფია. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. როგორი ბნელი წარსულიც აქვთ ამ ადამიანებს, ასეთივე ბნელი იქნება მათი მომავალი“, – აღნიშნა პრემიერმა.