leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე ოპოზიციის გადაჯგუფებაზე: ეს არის უპრინციპო ადამიანების ქმედება

„გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი. უბრალოდ სასაცილოა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფების საკითხზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს ავალებენ, რომ ერთმანეთში გაერთიანდნენ.

„ეს არის უპრინციპო ადამიანების ქმედება. შეიძლება დიდი სურვილიც არ აქვთ გაერთიანებისა და გადაჯგუფების, მაგრამ ამას ავალებენ. მაგალითად, გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი. უბრალოდ სასაცილოა. ან თუნდაც ხაზარაძე-ელისაშვილის გაერთიანება. ერთი მეორეს თაღლითს ეძახდა, ხალხის გაუბედურებაში ადანაშაულებდა. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ხელჩართულ ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ. დღეს, ხელიხელგადახვეულები არიან. ხომ წარმოგიდგენიათ რა ადამიანებთან გვაქვს საქმე. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს, სწორ ანალიზს აკეთებს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ არჩევნებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ