leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი მამუკა ხაზარაძეზე: საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ექვემდებარება და საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებებს როგორ შეასრულებდა, ათეულობით მილიონი რომ უნდა ჩაედო ანაკლიის პორტში

“საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ექვემდებარება და საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებებს როგორ შეასრულებდა, ათეულობით მილიონი რომ უნდა ჩაედო ანაკლიის პორტში”, – განაცხადა „ხალხის ძალის“„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, როგორც მამუკა ხაზარაძეს, ასევე მთელს ოპოზიციას განაჩენს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გამოუტანს.

„ის, რომ ხაზარაძე არ იხდის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას, ეს არის მისი ბუნება. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ექვემდებარება და საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებებს როგორ შეასრულებდა, ათეულობით მილიონი რომ უნდა ჩაედო ანაკლიის პორტში. აი, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ზუსტად ასეთი თაღლითური სქემებით მოქმედებდა ის, როცა იყო ბიზნესში და ახლა უნდა, რომ იმოქმედოს პოლიტიკაში. მას თუ შეეძლო საქართველოს მოქალაქეების გაკოტრება და გადაგდება, ამას ახლა ის ვეღარ შეძლებს, რადგან 26 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოება გამოუტანს განაჩენს ხაზარაძესაც და ყველა სხვა დანარჩენ ოპოზიციასაც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას აჭიანურებენ. სასამართლომ დაადასტურა, რომ ანაკლიის კონსორციუმთან მთავრობამ ხელშეკრულება კანონიერად გაწყვიტა. ხაზარაძე-ჯაფარიძეს კი საარბიტრაჟო სასამართლომ სახელმწიფოსთვის 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

ასევე იხილეთ