leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი „დემოკრატიის ფესტივალზე“: როცა სააკაშვილის სურათით გამოდიხარ და აფრიალებ დემოკრატიის დროშას, შეურაცხყოფაა ქართული საზოგადოების

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „დემოკრატიის ფესტივალს“ ეხმაურება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი, მრავალპარტიული დემოკრატიისთვისაა“, მისი დამფუძნებელი კი პოლიტიკაში წასული ლევან ცუცქირიძეა.

„ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია ლევან ცუცქირიძის გაწიწმატება. აღშფოთებაც გარკვეულწილად ყალბი და თვალთმაქცურია, მსახიობობაა –  თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციაზე ხორციელდება შეტევა, რომელსაც თურმე დანიის სახელმწიფო აფინანსებს კონკრეტული პროექტისათვის. თუ ეს პროექტი პოლიტიკურია და თვითონ ამბობ, რომ პოლიტიკურია, შესაბამისი ანგარიშგებაც უნდა წარმოადგინონ. სააკაშვილმა დანერგა სადისტური მმართველობის სისტემა და არავისთვის ეს დაფარული არ არის, არც დანიისთვის და არც სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის. როცა სააკაშვილის სურათით გამოდიხარ და აფრიალებ დემოკრატიის დროშას, შეურაცხყოფაა ქართული საზოგადოების“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ