ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში აქვს 18%, ყველა დანარჩენი 5%-ს ქვემოთაა, ჩვენი ამოცანაა, ეს მოცემულობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ
„დღევანდელი მოცემულობით „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში აქვს 18%, ყველა დანარჩენი 5%-ს ქვემოთაა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა, მაქსიმალურად შეამციროს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლობა პარლამენტში.
„დღევანდელი მოცემულობით „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში აქვს 18%, ყველა დანარჩენი 5%-ს ქვემოთაა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მოცემულობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. უფრო მეტად შევამციროთ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლობა პარლამენტში. ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, ეს არის რეალისტური, არსებული ციფრების გათვალისწინებით. მთავარია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი შანსები. ხაზარაძემ თვითონ იშოვა პირველი მილიონი რუსეთში და ალბათ ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებებიდან. თვითონ ვინ სად უნდა გაუშვას, თავად არ იცის, საით აქვს წასასვლელი, მითუმეტეს, მანქანაც დაეწვა, რითაც გეგმავდა საქართველოს შემოვლას“, – აღნიშნა კობახიძემ.