leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი: კრემლს “ტელეგრამის” დამფუძნებელ პაველ დუროვთან არასდროს არანაირი არ გარიგება არ ჰქონია

“კრემლს არასდროს არანაირი არ გარიგება არ ჰქონია „ტელეგრამის“ დამფუძნებელ პაველ დუროვთან”,– ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ის არ ფლობდა ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და დუროვის შეხვედრის შესახებ.

„არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა დუროვსა და კრემლს შორის. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დუროვი რუსეთს სტუმრობდა, იგი რუსეთის მოქალაქეა, ამდენად, თავისუფლად გადაადგილდება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მის ვიზიტში არაფერია არაბუნებრივი“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე იხილეთ