საბურთალოს რაიონში, სულხან ცინცაძის №30-33-ში 10 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ამ ეტაპისთვის ამორტიზებული საქვაბის დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული ტერიტორია გაფართოვდება, რის შედეგადაც დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და პროექტი მოსახლეობასთან განიხილა.