leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე საკადრო ცვლილებებზე: თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე, ჯერჯერობით არც პირადად და არც ირიბად არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა არ შემითავაზებია

„თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე”, – ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, მათ შორის, ეს ეხება ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე, კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს. რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე. ჯერჯერობით მე არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა არ შემითავაზებია, არცერთი პრეცედენტი ამის არ ყოფილა. ჯერჯერობით გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი ჩამოვყალიბდებით გარკვეულ პოზიციაზე, ამის შემდეგ დავიწყებთ შეთავაზებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველა მინისტრი მუშაობს ეფექტიანად, შესაბამისად ისინი გააგრძელებენ მუშაობას.

ასევე იხილეთ