საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოში გატარებულ პერიოდზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის აქ ბედნიერია.
„ჩემი მეუღლე საქართველოშია ჩამოსული და მითხრა, ახლა ვხვდები, რატომ ხარ აქ ბედნიერიო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ, ის ხედავდა, რა კარგ ხალხთან მქონდა ურთიერთობა.
არ აქვს მნიშვნელობა, ფრანგი ვარ, ქართველი, თუ სხვა ეროვნების. მიყვარს იქ ყოფნა, სადაც თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ.
სანამ ნაკრების ხელმძღვანელობა ჩემი მუშაობით და ჩემი აქ ყოფნით ბედნიერია, მზად ვარ, აქ ვიყო”, – განაცხადა სანიოლმა.