„ღირსებითა და თავისუფლებით ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში”, – განაცხადა ხაშურში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე, ჯგუფ „მიქსტურას“ სოლისტმა, ვატო გუნიავამ.
მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიღება და ხმის დაფიქსირება აუცილებელია.
„მთავარი ჩვენთვის რაც არის, არის ღირსება და თავისუფლება. ამ ღირსებითა და თავისუფლებით ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში. არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის აუცილებელი, რომ ყველამ თავისი ხმა დააფიქსიროს“, – აღნიშნა გუნიავამ.
ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მუსიკოსები მმართველ პარტიას ღია მხარდაჭერას უცხადებენ. ხაშურში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტში ჯგუფი „მიქსტურა“, „ნიკოლშოუ“ და მარიტა როხვაძე მონაწილეობენ.