უკრაინის ხელისუფლებამ ქალაქ ხარკოვში რუსების დაბომბვის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო 31 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთმა ხარკოვი მართვადი ავიაბომბებით 30 აგვისტოს დაბომბა. საჰაერო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგონა დაიღუპა.
80 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის 22 ბავშვია, მათ შორის ცხრა თვის ჩვილი.