leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: რატომ უნდა შეეშინდეს ნჯო-ს ანგარიშის წარდგენა, თუ სად დახარჯა ფული…

მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ერთი ნჯო-ს განცხადება წავიკითხე,

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დამტკიცების გამო ფუნქციონირებას ვაჩერებთო.

კარგად ვიცნობ მათ საქმიანობას, მიუსაფარი ცხოველების კვებას და ვეტკლინიკებში მათ მკურნალობას ემსახურებოდნენ.

ხელმძღვანელის განცხადებით, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მათი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, ანუ დონორი/გრანტი.

ჰოდა, ვზივარ ახლა და ვფიქრობ, ამ კეთილი საქმის ავტორმა რატომ უნდა გააჩეროს საქმიანობა, თუ ის პატიოსნად მუშაობდა…

აქ კი, ჩემი აზრით, ორი ვარიანტია:

  1. საზღვარგარეთიდან მიღებული გრანტების ნაწილის მოტეხვა პირადი გამორჩენის მიზნით.
  2. საზღვარგარეთიდან მიღებული გრანტების ნაწილის სხვა მიმართულებით ხარჯვა.

თუ სხვა ვარიანტს ფიქრობთ, დაწერეთ რა!

რატომ უნდა შეეშინდეს ნჯო-ს ანგარიშის წარდგენა, თუ სად დახარჯა ფული.

შემოვიდა „G“, ანუ გრანტი.

„X“ მოვახმარეთ მიუსაფარი ცხოველების კვებას.

„Y“ -მათ მკურნალობას ვეტკლინიკაში.

„T“-ტრანსპორტი.

„F“ გაიწერა ხელფასში.

ხარჯის ფორმულა ასეთია:  X+Y+T+F=G.

ამის გეშინიათ?

რატომ?!

სად არის დამარხული ძაღლის თავი…“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ