კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს ღია წერილით მიმართავს. წერილს ქართულ და ინგლისურ ენებზე უცვლელად გთავაზობთ.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ქალბატონ რობინ ლ. დანიგანს
ქალბატონო ელჩო!
2023 წლის 5 დეკემბერს მოგმართეთ ღია წერილით, რომელიც იმავდროულად ქართულ პრესაში იყო გამოქვეყნებული. გთხოვეთ განგემარტათ, დაგედასტურებინათ ან უარგეყოთ, სინამდვილეში გამოაგზავნა თუ არა 2007 წელს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ წერილი, რომელშიც საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას აფრთხილებდა, რუსეთის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ.
გაგახსენებთ. 2023 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს ამჟამად მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, თითქოს 2007 წლის 7 ნოემბერს, ქ.თბილისში ადგილი ჰქონდა ოპოზიციის მიერ რუსეთიდან დაკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების მცდელობას, რის შესახებ იგი წინასწარ გააფრთხილა წერილით აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ.
მოგახსენებთ, რომ ამ საბაბით, სააკაშვილის რეჟიმმა იმ დღეს ჩაიდინა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დანაშაული − გაუგონარი სასტიკით გაუსწორდა საკუთარ მოქალაქეებს. ამ არაადამიანური დარბევის შესახებ უამრავი ვიზუალური მასალა არსებობს, და თუ აქამდე არ გასცნობიხართ მას, გირჩევთ აუცილებლად ნახოთ თქვენი თვალით ეს კადრები, რათა შთაბეჭდილება შეგექმნათ, სინამდვილეში რა „ძალას“ წარმოადგენს დღეს ოპოზიციაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერი. ვფიქრობ, ეს იმიტომაც უნდა იყოს თქვენთვის საინტერესო, რომ გააანალიზოთ, რამდენად შესაფერისი იყო აშშ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტ ჯ.უ.ბუშ უმცროსის მიერ, სააკაშვილის „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხვა, ხოლო ამერიკის პოლიტელიტის გარკვეული ნაწილისთვის − დღემდე! − ამ ფორმით მისი მოიხსენიება. რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკულ პრესაზე და მედიაზე, სადაც შეკვეთილი წერილებით და სატელევიზიო სიუჟეტებით თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილი ლამის ამერიკის დამფუძნებელ მამებთან არის გაიგივებული.
თუ რა შემადგენლობით იყო წარმოდგენილი იმდროინდელი ოპოზიცია, ჩამონათვალს აღარ გავიმეორებ, პირველ წერილში დეტალურად მოგწერეთ. ერთ გარემოებას გავუსვამ ხაზს, რომ მაშინ იქ იყო საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი − სალომე ზურაბიშვილი.
ასე რომ, საკითხი მარტივად დგას − თუ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ამჟამად მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მაშინ წერილობით გააფრთხილა, რომ საქართველოში რუსეთის მიერ ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება და 2007 წლის 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა ამ მცდელობას, გამოდის, რომ სააკაშვილისა და აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ვერსიით, ამ საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი კი არ უნდა იყოს, არამედ სახელმწიფოს ღალატის მუხლით, სამართალში მიცემული უნდა ვიყოთ ჩვენ − იმდროინდელი ოპოზიციის წევრები, პრეზიდენტ ზურაბიშვილის თამადობით!
ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, გვაკადრებთ თუ არა ქართული საზოგადოებისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხზე განმარტებას − დაადასტურებთ ან უარყოფთ მსგავსი წერილის არსებობას, თუ ისევ დუმილს ამჯობინებთ.
მინდა დაგარწმუნოთ, ქალბატონო ელჩო, რომ თქვენი მხრიდან ამჯერადაც პასუხის არგაცემა, უკვე პასუხი იქნება − რამდენად სასარგებლო სამომავლოდ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, რომელთა შესახებ თქვენ ვრცლად ისაუბრეთ საქართველოს პარლამენტში ა/წ 28 თებერვალს, ამას მომავალი გვიჩვენებს.
პატივისცემით,
გიორგი ხაინდრავა
ქ. თბილისი, 2024 წლის 29 თებერვალი
To the Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of the United States of America
Mrs. Robin L. Dennigan
Mrs. Ambassador!
On December 5, 2023, I applied to you with an open letter, which was published in the Georgian press at the same time. I asked you to clarify, confirm or deny whether the US Federal Bureau of Investigation sent a warning letter to the current government of Georgia in 2007 about the preparation of a coup inspired by Russia in Georgia.
I will remind you. On November 20, 2023, Mikheil Saakashvili, the currently convicted and accused ex-president of Georgia, stated in his testimony given to the court that on November 7, 2007, in Tbilisi, there was an attempt by the opposition to carry out a coup d’état ordered from Russia, about which he was warned by a letter from the US- The Federal Bureau of Investigation.
I would like to remind you that on this pretext, Saakashvili’s regime committed an unprecedented crime in the history of independent Georgia. He treated his citizens with unheard-of cruelty. There’s plenty of visual footage of this inhumane raid, and if you haven’t seen it before I highly recommend inspecting it for yourself and obtaining an impression of what a “force” the “United National Movement” and their leader are, which are in opposition today. I think it should be interesting for you to analyze how appropriate it was to call Saakashvili a “beacon of democracy” by the current US President JW Bush Jr. while he is still mentioned by this name by a certain part of the American political elite. Not to mention the American press and media, whose commissioned articles and narratives identified Saakashvili as the Founding Father of the United States.
In the first letter, we have already written to you about who represented the opposition at that time, and I will not repeat it. I will emphasize only one fact that the current president of Georgia, Salome Zurabishvili was there.
So, the issue seems simple. if the US Federal Bureau of Investigation warned currently convicted ex-president Saakashvili in a written form that a coup d’état inspired by Russia was planned in Georgia and this attempt would take place on November 7, 2007, It turns out that according to the version of Saakashvili and the US Federal Bureau of Investigation, ex-president Saakashvili should not be accused in this case, but we, the members of the opposition, including the President Zurabishvili, should be brought to justice under the article of treason.
Now you can decide whether you would like to clarify this extremely important issue for Georgian society. you can confirm or deny the existence of such a letter or can remain silent.
I would like to assure you, Madam Ambassador, that not answering this time will already be an answer. How useful this will be for Georgian-American future relations, about which you spoke at length in the Parliament of Georgia on February 28, the future will determine.
With Respect,
Giorgi Khaindrava
Tbilisi, February 29, 2024