leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსანდრ ვუჩიჩი: არ მჯერა, რომ 2028 წელს სერბეთი ევროკავშირის წევრი გახდება, ევროკავშირის ინტერესები დროდადრო განსხვავდება ჩვენი ინტერესებისგან

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, 2028 წელს მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა.

„მონტენეგროს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ის 2028 წელს ევროკავშირის წევრი გახდება. არ მჯერა, რომ ჩვენ, სერბეთი 2028 წელს ევროკავშირის წევრი გავხდებით, რადგან ბევრი პრობლემა არსებობს. პირველ რიგში, არსებობს ევროკავშირის ინტერესები, რომლებიც დროდადრო განსხვავდება ჩვენი ინტერესებისგან“, – განაცხადა ვუჩიჩმა პრაღაში გამართულ კონფერენციაზე.

ის მიიჩნევს, რომ სერბეთი ან დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრები 2030 წლამდე ვერ გახდებიან.

„მჯერა, თუ ზოგიერთი ჩვენგანი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრი გახდება, ეს არ მოხდება 2030 წლამდე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი შეფასებაა“, – აღნიშნა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

 

ასევე იხილეთ