leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე: იმედი მაქვს, მოსახლეობა გაგებით მოეკიდება შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს

„დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით და სწორად მოეკიდება ამ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ  მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც იყიდის და შემდგომ ქუჩაში გააგდებს ძაღლს. მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც სასტიკად და არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს და უკონტროლოდ გაამრავლებს. ეს არის ჩვენი ხალხის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ვფიქრობ, რომ წარმატებით შევასრულებთ“, – განაცხადა  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მაია ბითაძემ ოპოზიციონერ კოლეგებსა და კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ საკითხად სწორედ ამ მიმართულების დარეგულირება შედიოდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ვეტერინარულ დაწესებულებას, ყველა იმ კინოლოგს, ცხოველთა მოყვარულს, რომელთა მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ აღარ გვყავდეს ქუჩაში გაგდებული ძაღლები და ამ ქვეყანაში სამომავლოდ აღარ იყოს უკონტროლოდ მოშენებული ძაღლები და კატები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

 

ასევე იხილეთ