ღაზის სექტორში პოლიომიელიტის ვაქცინაცია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში 640 ათასამდე ბავშვის აცრა იგეგმება.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნით, ისრაელი ანკლავში ჰუმანიტარული პაუზების ამოქმედებას დათანხმდა.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი დღის განმავლობაში, დილის 6-დან 15 საათამდე იმოქმედებს. ვაქცინაციის გადაწყვეტილება ჯანმომ მას შემდეგ მიიღო, რაც ღაზის სექტორში 10 თვის ბავშვს პოლიომიელიტი დაუდგინეს.