leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვინც მძევლებს კლავს, შეთანხმება არ სურს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხს არ აგებინებს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ექვსი მძევლის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები ღაზას სექტორში აღმოაჩინეს.

„ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები და მათ ლიდერებს – დაკარგეთ სიცოცხლის უფლება. არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, დაგედევნით, დაგეწევით და ანგარიშს გავასწორებთ თქვენთან.  მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს შუამავლებთან შეთანხმების მისაღწევად, „ჰამასი“ აგრძელებს მტკიცე უარის თქმას ნებისმიერ შეთავაზებაზე. უარესიც, სწორედ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, „ჰამასმა“ მოკლა ჩვენი ექვსი მძევალი. მას, ვინც მძევლებს კლავს, შეთანხმება არ სურს. მიუხედავად ამისა, ისრაელის მთავრობა ვალდებულია და პირადად მე ვალდებული ვარ, გააგრძელოს შეთანხმების მიღწევის მცდელობა, რომელიც დააბრუნებს ჩვენს ყველა მძევალს და უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებასა და არსებობას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე გვირაბში აღმოაჩინეს.

ასევე იხილეთ