left_sabechdi

ქართველი წყვილი – გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

31 აგვისტოს ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში, სადაც საქართველომ  მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მეორედ მოიგო. ქართველი წყვილი – გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

საფინალო შედეგი ასე გამოიყურება:

1 საქართველო
2 ამერიკის შეერთებული შტატები
3 ბულგარეთი
4 გერმანია
5 გერმანია
6 ჩეხეთი

წყვილი 2023 წელს გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში გახდა საქართველოს ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი, მათ ასევე მოიპოვეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონის ტიტული და ახლა 2024 წლის 31 აგვისტოს ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში გახდნენ ორგზის მსოფლიო ჩემპიონები.

ასევე იხილეთ