რატი იონათამიშვილი: დღეს სტად დე ფრანსეზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება და საქართველოს ხუჯვრიანი დროშა ყველაზე მაღლა იფრიალებს! მადლობა გიგა და გილოცავ საქართველო!
ქართველი პარამძლეოსნის, გიგა ოჩხიკიძის მიერ ოქროს მედლის მოპოვებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„დღეს სტად დე ფრანსეზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება და საქართველოს ხუჯვრიანი დროშა ყველაზე მაღლა იფრიალებს!
ეს პირველ რიგში გიგას და მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბის, ჩვენი ექიმების, Georgian Paralympic Committee და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთობლივი მუშაობის შედეგია!
მადლობა გიგა და გილოცავ საქართველო!
სულმოუთმენლად ველით დაჯილდოების ცერემონიის დაწყებას“, – წერს იგი.
გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია, ქართველმა პარამძლეოსანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.