ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო, ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო, ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ორთაბრძოლის დასასრულს რინერმა თუშიშვილი იპონზე დააგდო. 35 წლის ფრანგსა და 29 წლის ქართველს შორის სიტუაცია დაიძაბა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, რინერის პროვოკაციული ქმედება გახდა.
გურამს იპონით წაგება ჩაეთვალა, მაგრამ მოგვიანებით მისი ქმედება არასპორტულადაც შეფასდა და თუშიშვილი ასპარეზობიდან სულ მოიხსნა.
შესაბასმისად, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გურამი საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას 2025 წლის 25 თებერვლამდე ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, თუშიშვილი – ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს 2018 წლისა და ევროპის 2017, 2019 წლების ჩემპიონია.