ქართველი პარამძლეოსნის, გიგა ოჩხიკიძის მიერ ოქროს მედლის მოპოვებას თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„გილოცავთ!
2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა.
გოგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში პარალიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენია.
წარმატებები ჩვენს პარასპორტსმენებს!“, – წერს იგი.
გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია, ქართველმა პარამძლეოსანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.