leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანტონიო გუტერეში: ღაზაში ომის კოშმარი უნდა დასრულდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 6 ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ომის კოშმარი უნდა დასრულდეს.

„დღევანდელი ტრაგიკული ამბები არის დამანგრეველი შეხსენება იმისა, რომ ყველა მძევალი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და ღაზაში ომის კოშმარი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – წერს გუტერეში სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე ერთ-ერთ გვირაბში აღმოაჩინეს.

ასევე იხილეთ