leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა დონეზე, ამ ეტაპზე ეს საკმარისად მიგვაჩნია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა „ყველა დონეზე“ შეაჩერა.

„ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმარისია“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა ასევე განიხილა საკითხი თუ რა უნდა მოხდეს, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გავიდეს.

„შეიძლება, იყოს დისკუსიები. მე პატივს ვცემ ყველა მოსაზრებას, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. ამჟამად არ ვხედავთ სხვა გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ვერ დავინახავთ სხვა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას“, – აღნიშნა სომხეთის პრემირ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ