leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: შემდგომი მოწვევის პარლამენტში ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ჩანაწერს კონსტიტუციაში, რომელიც იქნება უფრო მყარი საფუძველი იმისა, რომ ვერავინ გაბედოს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა

“შემდგომი მოწვევის პარლამენტში, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ჩანაწერს კონსტიტუციაში, რომელიც იქნება უფრო მყარი საფუძველი იმისა, რომ ვერავინ გაბედოს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს ეკლესიის როლსა და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბრისას.

მართალია დღევანდელ კონსტიტუციაში ეს როლი აღნიშნულია, მაგრამ საკმაოდ მოკრძალებულად არის. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, შემდგომი მოწვევის პარლამენტში, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ჩანაწერს კონსტიტუციაში, რომელიც იქნება უფრო მყარი საფუძველი იმისა, რომ ვერავინ გაბედოს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა.

ისტორიულად ზუსტად ასე იყო, რომ ებრძოდნენ საქართველოს ეკლესიას და დღესაც ხომ ასეა. როდესაც ძლიერია მართლმადიდებელი ეკლესია, ძლიერია სახელმწიფო. საქართველოში თვითმყოფადობის საყრდენი – მართლმადიდებელი ეკლესიის სახით, იქნება, პრაქტიკულად, ხელშეუხებელი, რაც იქნება სამომავლო განვითარების საფუძველი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ასევე იხილეთ