leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიტროპოლიტი დავითი კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე: ჩანაწერი იქნება ზომიერი, მართებული და ორივე მხარისთვის სასარგებლო

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი გამოეხმაურა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.

„ვიმედოვნებთ ჩვენს სახელმწიფოსთან კარგ თანამშრომლობას მომავალშიც. ჩანაწერი იქნება ზომიერი, მართებული და ორივე მხარისთვის სასარგებლო.

თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ რეალობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, საფრთხეები რეალურია და ნამდვილად ეკლესიის და ქვეყნისთვის ეს თანამშრომლობა და შეთანხმება იქნება უაღრესად საჭირო.

ის, ვინც დღეს გონებადაბინდულია, ვიმედოვნებთ და ვთხოვთ უფალს, რომ მათაც გონება გაუნათოს. ეს ნაბიჯები, რაც მომავალში გადაიდგმება, სჭირდება ერსაც, ბერსაც და რა თქმა უნდა სამშობლო საქართველოსაც“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

 

ასევე იხილეთ