საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ ქალაქ კასპში ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორის, ევროპის ჩემპიონის, ვანო გამხიტაშვილის მემორიალური ტურნირი გამართა ჭიდაობა სამბოში
“საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ, კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ქალაქ კასპში ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორის, ევროპის ჩემპიონის, ვანო გამხიტაშვილის მემორიალური ტურნირი გამართა ჭიდაობა სამბოში (ახალგაზრდებში)”, – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ტურნირის მიზანი სამბოს პოპულარიზაცია, მონაწილეთა ოსტატობის ამაღლება და საქართველოს ნაკრები გუნდისთვის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებისათვის კანდიდატების შერჩევა იყო.
ტურნირის გამარჯვებულები, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ოქტომბერში კვიპროსში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების ფედერაციის პრეზიდენტმა გია გაზდელიანმა კასპის მუნიციპალიტეტის მერს ვახტანგ მაისურაძეს ჭიდაობა სამბოს ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელი გადასცა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.