leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც – სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება

“გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც”, – წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

„არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“, – წერს იონათამიშვილი.

მანამდე რატი იონათამიშვილი წერდა, რომ გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მაროკოსა და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც იგი ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა.

 

 

ასევე იხილეთ