leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა დემოკრატიული პროცესის საფუძველზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა აზერბაიჯანში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა, რადგან არჩევნები აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე პირველად ტარდება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას, რომელიც აერთიანებს ოთხ ქვეყანას: აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ჩვენ წარმოვადგენთ ქართულ მხარეს. ამ საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისთვის, ეს არის ისტორიული არჩევნები, რადგან საარჩევნო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

დაახლოებით 5-6 საარჩევნო უბანს ვეწვიეთ და შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მიღებული ინფორმაციით, სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა ამ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებს, ასევე “ქართული ოცნების“ დეპუტატები, სავალან მირზოევი, ირაკლი ქადაგიშვილი და ზაურ დარგალი აკვირდებიან.

ასევე იხილეთ