leaderboard_below_slide
left_sabechdi

„უოტფორდი“ სეზონში პირველად დამარცხდა, მაგრამ ჩაკვეტაძემ გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო

ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ გასვლით მატჩში „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა – 0:1.

მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდში საუკეთესო შეფასება (7,1 ქულა) მიიღო.

„შეფილდ იუნაიტედი“ მეორე წუთზე დაწინაურდა – ბურთი საკუთარ კარში სტუმართა მეკარემ, დანიელ ბაჰმანიმ ჩაჭრა. მე-17 წუთზე მასპინძლებს მეორე ბურთის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ კიფერ მურმა პენალტი ვერ გამოიყენა.

ამ წაგებამ „უოტფორდის“ წარმატებული სერია შეწყვიტა და ჩემპიონშიპში გამართული ოთხი ტურის შემდეგ ცხრა ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდა.

ასევე იხილეთ