leaderboard_below_slide
left_sabechdi

რომა რცხილაძე: აქ მხვდება ის ხალხი, ვისაც უყვარს მშვიდობა და სიკეთე

მუსიკოსმა რომა რცხილაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია იმ ადამიანების დანახვით, ვისთვისაც მთავარი ღირებულება მშვიდობა და სიკეთეა.

„ჩემთვის აქ ჩამოსვლა არის ძალიან დიდი სიამოვნება და ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ აქ მხვდება ის ხალხი, ვისაც უყვარს მშვიდობა და სიკეთე. ვისაც უნდა, რომ ამ თაობამ, ამ ბავშვებმა იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში“, – აღნიშნა რომა რცხილაძემ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება ბოლნისშიც მიმდინარეობს. მაყურებლის განწყობაზე ზრუნავენ რეზო და ბავშვები, რომა რცხილაძე და მარიამ მამისმედიშვილი. მუსიკოსები მმართველ გუნდს ღია მხარდაჭერას უცხადებენ.

ასევე იხილეთ