ბორელი: შეძრწუნებული ვარ ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების მკვლელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
„შეძრწუნებული ვარ „ჰამასის“ მიერ ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს. ეს ახალგაზრდა უდანაშაულო კაცები და ქალები დიდი ხანია, უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან. ყველა მძევლის გვერდით ვდგავართ. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“, – აცხადებს ბორელი.
I am horrified at the murder of 6 Israeli hostages of Hamas whose bodies were found in Gaza
These young innocent men women should have long been brought to safety & to their loved ones
We stand with all hostages
We need a ceasefire to end this tragedy & bring all hostages home
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) September 1, 2024