leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: როდესაც ოპოზიცია კოალიციაზე ლაპარაკობენ, ისინი გულისხმობენ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას

„როდესაც ოპოზიცია კოალიციაზე ლაპარაკობენ, ისინი გულისხმობენ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას იმიტომ, რომ არცერთს იმის რეიტინგი არ გააჩნია, რომ ბარიერი გადალახოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თუკი სხვა რომელიმე პარტია, ხაზარაძე, გახარია და ა.შ. იბრძვიან, რომ რამენაირად ბარიერს გადააბიჯონ და კოალიციაზე ლაპარაკობენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც, ხომ ყველამ იცის, რომ სამწუხაროს, დღემდე იქ დომინანტი არის „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად ისინი გულისხმობენ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. კოალიციური ალაგება სხვანაირად თეორიულადაც შეუძლებელია. გახარიას თვითკმარს იმიტომ ეძახიან, რომ გახარია არ უნდა გაიშიფროს, მათი აზრით, რომ არ არის მათთან შეკრული. ამ დროს საკრებულოებში უკვე აქვს კოალიციები დალაგებული „ნაცმოძრაობასთან“. თავხედური პიარია, ხალხზე რა წარმოდგენა აქვთ, რომ ჰქონიათ დააჯერებენ, თითქოს გახარია დამოუკიდებელია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ