leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: მოსარჩელეებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ბუნებაში არანაირი არგუმენტი არ არსებობს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების საწინააღმდეგოდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელების ავტორებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ბუნებაში არანაირი არგუმენტი არ არსებობს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების საწინააღმდეგოდ.

„მათ მთელი სტრატეგია ააგეს იმაზე, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის კანონი მიუღებელია, მაგრამ რატომ არის მიუღებელი, ამ კითხვაზე პასუხი მათ არცერთ გამოსვლაში არ ყოფილა. აქცენტი კეთდებოდა ვითომ პარალელების გავლებაზე რუსულ კანონთან, რაც სიცრუეს წარმოადგენს. ის, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთდა განცხადებები – მათ სხვა არცერთი არგუმენტი არ ჰქონიათ, მაშინ, როცა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატმა აჩვენა ის არგუმენტები, რატომ არის კანონი ქართული და რა საფუძვლებს ემსახურება. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი ქვეყნის გაძლიერებისა და პროგრესისთვის“, – განუცხადა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველ არხს.

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელს განიხილავს.

ასევე იხილეთ