leaderboard_below_slide
left_sabechdi

დაფარე პარკინგის გადასახადი რამდენიმე წუთში: თიბისი ფეის უპირატესობები

დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია და მას არ უნდა ვკარგავდეთ გადასახადების დაფარვის ხანგრძლივ პროცედურებში. ამიტომ თუ ხშირად გადააადგილდები მანქანით და პარკირების გადასახადის დაფარვაც რეგულარულად გიწევს, აუცილებლად უნდა გაეცნო თიბისი ფეის უპირატესობებს.

არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის გადახდა გაქვს შესასრულებელი – პარკინგის ჯარიმის, საშვის თუ სტანდარტული პარკირების – თიბისი ფეის მოსახერხებელი, მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისი და გამართული ფუნქციონალი საშუალებას გაძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ გადაიხადო საფასური.

როგორ დავფარო პარკირების გადასახადი ან ჯარიმა?

  • გადმოწერე თიბისი ფეის აპლიკაცია ან ეწვიე საიტს https://tbcpay.ge/;
  • გაიარე რეგისტრაცია;
  • აირჩიე სასურველი პროვაიდერი;
  • აირჩიე გადახდის კატეგორია;
  • შეიყვანე მანქანის ნომერი;
  • შეასრულე ტრანზაქცია უმოკლეს დროში, შეფერხების გარეშე.

დაფარე ნებისმიერი ტიპის გადასახადი სწრაფად და გამოიყენე შენი დრო უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის

ასევე იხილეთ