leaderboard_below_slide
left_sabechdi

გზავნილი ახალი სისწრაფით – „საქართველოს ბანკის“ მობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვას და მათთვის ახალი ციფრული შესაძლებლობების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის საშუალებით მომხმარებლებს გზავნილის მიღებასთან ერთად, უკვე გაგზავნაც ციფრულად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ.

ახალი ფუნქციონალის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ გზავნილი  სხვადასხვა ვალუტაში, სხვადასხვა საერთაშორისო სისტემის დახმარებით განახორციელონ, მათ შორისაა Wester Union, Ria, Money Gram, Intel Express, Rico Gram და სხვა.

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებისთვის ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებისა და საბანკო პროდუქტების გაუმჯობესების გზით ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ახალი ფუნქციონალი ჩვენს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, გზავნილები გაგზავნონ უკვე მობილბანკის დახმარებით. ეს სიახლე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვისა და თანამედროვე მომხმარებლების მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მუდმივად ვავითარებთ ციფრულ პროდუქტებს 1 500 000 მომხმარებლისთვის”, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

გააგზავნეთ გზავნილი კიდევ უფრო სწრაფად „საქართველოს ბანკის“ მობილბანკიდან. ხოლო თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

ასევე იხილეთ