leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: სირცხვილია, „სირცხვილიაში“ რომ ხარ გაწევრიანებული, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ორგანიზაცია დარეგისტრირდება თუ არა, სამწუხაროდ, შინაგანი განწყობები არ იცვლება

„სირცხვილია, „სირცხვილიაში“ რომ ხარ გაწევრიანებული. მით უმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო დაწესებულებებს ღებავ და სახელმწიფოს ზიანს აყენებ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ორგანიზაცია დარეგისტრირდება თუ არა. სამწუხაროდ, შინაგანი განწყობები არ იცვლება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სამწუხაროდ, „სირცხვილიაში“ გაერთიანებული არიან ახალგაზრდები, რომლებიც მავნებლურ საქმიანობას ეწევიან.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დესტრუქციული, ვინ უფრო ხისტი იქნება. რასაკვირველია, რომელიმე ორგანიზაციის გვერდზე გაწევა „მეომარი ორგანიზაციებიდან“, წამგებიან მდგომარეობაში აყენებთ, მაგრამ მათი შინაარსი მხოლოდ ის არის, რომ ხდება ორგანიზაციების მობილიზება, რათა როგორმე ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინონ. როცა ერთ-ერთი გვერდზე იწევა, მის მიმართ ბულინგი არაფერს განაპირობებს, მისი ყოფნა-არყოფნისთვის განმსაზღვრელია, დონორი ორგანიზაცია უკარნახებს თუ არა, მივიდეს და რომელიმე კედელი შეღებოს რაღაც ლოზუნგით. არ უთქვამთ, რომ დონორისგან ფულს ვიღებთ, რათა პარლამენტის შენობაზე უტიფარი წარწერები გავაკეთოთო. ეს არის დამაზიანებელი და არა ბულინგი. ბულინგი, ფაშიზმი, ხელების ამოტრიალება სწორედ ამ სახის ორგანიზაციას ახასიათებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მთავარი განმსაზღვრელია, გამოაშკაროვოს თუ არა დონორი, როცა ეწევა ისეთ მავნებლურ საქმიანობას, რასაც, სამწუხაროდ, წლებია, ვხედავთ“, – განუცხადა გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება. 31 აგვისტოს კი მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს.

ასევე იხილეთ