leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოზიციას ვერ აფიქსირებს მხოლოდ ერთი რამის გამო – შიგნით ეშინიათ ქართველი ხალხის და გარეთ – თავისი პატრონების

„მათ ეშინიათ თავიანთი პატრონების, თავიანთი დამფინანსებლების, ესე იგი ისინი ამის წინააღმდეგი არიან. თორემ მათ რომ მისცენ უფლება, თუნდაც, დროებით საარჩევნო მიზნებისთვის დაეთანხმონ, ისინი იმ წამსვე იტყოდნენ, დიახ, ჩვენ ამ ინიციატივას ვუერთდებით, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამასაც ვერ ბედავენ”, – განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა იგი იმას, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება, მდინარაძემ განაცხადა, რომ „მასზე უკეთესად ამას ქართული საზოგადოება აფასებს“.

„მათ ეშინიათ პოზიციის დაფიქსირებისაც კი. ოპოზიცია ლგბტ კანონმდებლობასთან და მის აკრძალვასთან დაკავშირებით პოზიციას ვერ აფიქსირებს მხოლოდ ერთი რამის გამო – შიგნით ეშინიათ ქართველი ხალხის და გარეთ ეშინიათ თავისი პატრონების. ძალიან კარგად იციან, რომ ქართული საზოგადოება მთლიანად დგას ტრადიციული ღირებულებების დაცვის მხარეს და ერთ-ერთი სლოგანი, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას, „ტრადიციებით ევროპაში“, ეს არის შინაგანი, სწორი დამოკიდებულება ქართველის, როგორც მას უნდა, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამაზე არ დათანხმება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარეთ ვიღაცის ძალიან გეშინია. ანუ, მათ ეშინიათ თავიანთი პატრონების, თავიანთი დამფინანსებლების, ესე იგი ისინი ამის წინააღმდეგი არიან. მათ რომ მისცენ უფლება თუნდაც, დროებით საარჩევნო მიზნებისთვის დაეთანხმონ, ისინი იმ წამსვე იტყოდნენ, დიახ, ჩვენ ამ ინიციატივას ვუერთდებით, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამასაც ვერ ბედავენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა. დღევანდელ განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩის“ წევრები დაესწრნენ.

ასევე იხილეთ