პარლამენტი მეათე მოწვევის ბოლო საშემოდგომო სესიას დღეს გახსნის.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებენ, რომელთა შორისაა ამნისტიის გამოცხადების თაობაზე მთავრობის მიერ მომზადებული ინიციატივა, ასევე, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით ცვლილებები.
რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.