რუსულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, წერს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი.
“ზაპოროჟიეზე რუსული იერიშის შედეგად რვა წლის ბიჭუნა და 38 წლის ქალი დაიღუპნენ, ხოლო 12 წლის გოგონა და 43 წლის მამაკაცი დაშავდნენ“, – დაწერა ფიოდოროვმა.
როგორც ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სასტუმრო კომპლექსი დაბომბეს. რაკეტის ტიპი, რომლითაც მოხდა დაბომბვა, ჯერჯერობით, დგინდება.