leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლუის სუარესმა ურუგვაის ნაკრებში კარიერა დაასრულა

ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

სუარესი ურუგვაის ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან ეროვნულ გუნდში 142 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა, რითიც ნაკრებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 2011 წელს მან ურუგვაისთან ერთად ერთადერთი ტიტული მოიპოვა – მოიგო კოპა ამერიკა.

სუარესისთვის ეროვნულ გუნდში ბოლო ტურნირი იყო 2024 წლის კოპა ამერიკა, სადაც ურუგვაიმ ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ კოლუმბიასთან 0:1 წააგო, მესამე ადგილისთვის მატჩში კი კანადის ნაკრები დაამარცხა (2:2, 4:3 – პენალტებით). ტურნირზე სუარესმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ