left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: საქართველო არასდროს დაუშვებს, უხეში ჩარევებით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება, ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ

“საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ უხეში ჩარევებით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება, ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძეს დაუსვეს კითხვა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ „მე წლებია ვამბობ, რომ დროა, ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცეს და კვლავ ასე მიმაჩნია“.

კრამერის განცხადებები იმ სერიიდან არის, მიხეილ სააკაშვილი რომ დემოკრატიის შუქურაა და ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს. რამდენად სერიოზულია და რამდენად ადეკვატურია ეს ყველაფერი, საზოგადოება კარგად განსჯის. ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ჩარევა გარედან. „ომის პარტიის“ სხვადასხვა წარმომადგენლები შიგნით თუ გარეთ შეეცდებიან, რომ საარჩევნო პროცესებზე მოახდინონ გავლენა. ჩვენი ოპონენტები თავის მხრივ, ეს გულმხურვალე აგენტურა, შეეცდება, რომ მაშველი რგოლი ყველა შემთხვევაში კარგად გამოიყენოს ხოლმე, მაშველი რგოლი, რომელიც გარედან იქნება გადმოგდებული, ასევე ყველა შემთხვევაში. შესაბამისად, საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ ასეთი უხეში ჩარევების მიხედვით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება საქართველოში. საქართველოში, ხაზგასმით ვამბობ, გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ