leaderboard_below_slide
left_sabechdi

„დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდმა იტალიაში ტურნირი მოიგო

„დინამო თბილისის“ აკადემიის 15-წლამდელების გუნდი იტალიის ქალაქ ნოვარაში Youth Cup-ის გამარჯვებული გახდა.

ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა. „დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მეტოქე დაამარცხა – „ნოვარა“ 3:0, „გოცანო“ 7:3 და „მონცა“ 3:0. ნახევარფინალში თბილისელებმა რეზო გაზდელიანისა და სანდრო მიქაუტაძის გოლებით „ჯენოას“ 2:0 სძლიეს და ფინალში გავიდნენ.

გადამწყვეტ შეხვედრაში „დინამო“ ბელგიურ „გენკს “ დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. შალვა კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მიზანს მიაღწია.

დამატებით დროში ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელი სანდრო მიქაუტაძე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მის ნაცვლად თბილისელების მწვრთნელმა მოედანზე სათადარიგო მეკარე, სანდრო ფოლადაშვილი შეუშვა, რომელიც მატჩის გმირი გახდა – მეორე დამატებით ტაიმის ბოლოს, კუთხურის გათამაშების შემდეგ, გამარჯვების გოლი გაიტანა და „დინამო“ ნოვარას თასის გამარჯვებული გახდა. ტურნირის საუკეთესო მეკარედ კი მათე ჭელიძე დაასახელეს.

ასევე იხილეთ