მამუკა მდინარაძე: ყველა, ვინც კი რუსულ კანონს ახსენებს, არის ან ბინძური პროპაგანდის მსხვერპლი ან თაღლითი
“თაღლითია გიორგი ვაშაძე, როდესაც „რუსულ კანონს“ ახსენებს. ყველა, ვინც კი რუსულ კანონს ახსენებს, არის ან ბინძური პროპაგანდის მსხვერპლი, ან თაღლითი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რას უპასუხებს იგი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც მედიის საშუალებით მდინარაძეს დაუსვა კითხვა, თუ რატომ შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში რთული მდგომარეობა და რატომ არის სიცრუე, რომ ხელისუფლება „რუსული კანონის“ მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებს.
„თაღლითია გიორგი ვაშაძე, როდესაც „რუსულ კანონს“ ახსენებს. ყველა, ვინც კი რუსულ კანონს ახსენებს, არის ან ბინძური პროპაგანდის მსხვერპლი, ან თაღლითი. თქვენ თუ გინდათ ამოიცნოთ ჭეშმარიტი ნაცი, უნდა დააკვირდეთ, უწოდებს თუ არა ქართულ კანონს რუსულ კანონს, ქართულ, ეროვნულ საქმეს – რუსულს. ყველა, ვინც ქართულ კანონს უწოდებს რუსულს და ეროვნულ, ქართულ საკითხებს – რუსულს, ყველა არის ნაცი – სხვადასხვა შტოს წარმომადგენელი, მაგრამ ნაცი, ანუ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენელი საქართველოში“, – აღნიშნა მდინარაძემ.