“მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც “ქართული ოცნება'”არის ხელისუფლებაში, ნაბიჯ–ნაბიჯ ეს ქვეყანა მიდის ევროკავშირისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. ყველა ნაბიჯი დაწყებული ასოცირების შეთანხმებით, გაგრძელებული ვიზალიბერალიზაციით და კანდიდატის სტატუსით, ბოლოს მიდის ევროპისკენ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ერთადერთი, რაც არ ვქენით, არ ჩავერთეთ ომში და არ დავაწესეთ სანქციები. თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ ეს არის ევროინტეგრაციის საფუძველი, ჩვენ ევროინტეგრაციის საფუძვლად ღირსებას, მშვიდობას და კეთილდღეობას მივიჩნევთ და არა ომში ჩართვას და სანქციების დაწესებას.
ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ევროპულ ოჯახში და მის წევრად მოვხვდეთ. აქედან გამომდინარე, თქვენ თუ გულისხმობთ შეფერხების საფუძვლად ომში ჩართვას და სანქციების დაწესებას, ამას არ გავაკეთებთ.
რაც შეეხება კანონს, ეს არის ქართული კანონი. შეუძლებელია ამერიკული კანონის პრაქტიკულმა ანალოგმა, გაცილებით რბილმა და ლოიალურმა ვერსიამ, კანონმა, რომელიც ამის შემდეგ იქნა მიღებული კანადასა და საფრანგეთში, შეუძლებელია შეაფერხოს ევროინტეგრაცია. პირიქით, გამჭვირვალობა არ შეიძლება იყოს ევროპულობის საწინააღმდეგო.
თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ გამჭვირვალობა არის ანტიევროპული, ეს არის შეცდომა“,– განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.