leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა დავითულიანი: ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ლგბტ თემის წევრების უფლებები იყოს დაცული და ამავდროულად, ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან

“ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ (ლგბტ) თემის წევრების უფლებები იყოს დაცული და ამავდროულად, ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან”, -განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა „ქრონიკას“.

„ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ (ლგბტ) თემის წევრების უფლებები იყოს დაცული და ამავდროულად, ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან, წვდომისგან ისეთ სატელევიზიო პროდუქციაზე, რომელზეც ბავშვს ნაადრევ ასაკში არ უნდა ჰქონდეს წვდომა. ეს არის ამ კანონის ამოცანა. ეს არის ჩვენი მომავალი თაობის დაცვა და და არა ის, რომ ვინმეს უფლება შეილახოს“, – აღნიშნა დავითულიანმა.

მიმდინარე სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომებზე დეპუტატები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილავენ.

 

ასევე იხილეთ