leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ პუტინი: რუსეთისთვის მონღოლეთთან ურთიერთობა პრიორიტეტია

“მონღოლეთთან ურთიერთობა რუსეთისთვის პრიორიტეტია, ახლა ორი ქვეყნის წინაშე ურთიერთობების დივერსიფიკაციის ამოცანა დგას”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონღოლეთის პრემიერ-მინისტრთან, ოიუნ-ერდენე ლუვსანამსრაისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს რუსეთისთვის მონღოლეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ ვაფასებთ იმ ყურადღებას, რომელსაც მონღოლეთის მთავრობა და თქვენ პირადად აქცევთ მათ თანმიმდევრულ გაძლიერებას“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მთავარი ამოცანა ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციაა.

„გვაქვს თანამშრომლობის განვითარების კარგი შესაძლებლობები. ჩვენ მხარს დავუჭერთ რეგიონთაშორისი კონტაქტების შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.

ასევე იხილეთ