ხმლით ასპარეზობაში პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი შეხვედრა მოიგო ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა (A კატეგორია). მან სამხრეთკორეელი ეტლით მოფარიკავე ჰიო კიონგ კვონი ანგარიშით 15:5 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ნინა თიბილაშვილი ტოკიოს სეზონის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, გუნდურ თანრიგში მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია.
აღსანიშნავია, რომ პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალში იასპარეზეს ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცური.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.